საქართველოს ნაკრების ლიდერი შენგელია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო. პარკეტზე გატარებულ არასრულ 24 წუთში „თოკომოტივმა“ 11 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
ევროლიგის ოთხთა ფინალს 17-19 მაისს ესპანეთი, ბასკეთის მხარის დედაქალაქი ვიტორია-გასტეისი უმასპინძლებს. 17 მაისს ნახევარფინალები გაიმართება, 19 მაისს კი მესამე ადგილისთვის შეხვედრა და ფინალი.
ოთხთა ფინალის ნახევარფინალში მოსკოვლეთა მეტოქე მადრიდის „რეალი“ იქნება, რეგულარული სეზონის ჩემპიონი „ფენერბაჰჩე“ კი „ბარსელონასა“ და „ანადოლუ ეფესს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება, სადაც სერთო ანგარიში ჯერჯერობით 2:2 გახლავთ.