weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტოტენჰემი vs აიაქსი: წინასამატჩო ინფორმაცია

13:49 სამშაბათი, 30 აპრილი 2019

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე დღეს პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება. დღევანდელ დაპირისპირებაში ბევრი იუვენტუსი-მანჩესტერ სიტის დაპირისპირებას ელოდა, მაგრამ საფეხბურთო სამყაროს ტოტენჰემი-აიაქსის ლონდონური მატჩი ელის.

ამ ორი გუნდის ნახევარფინალში ყოფნა ყველასთვის მოულოდნელია, რასაც ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელიც ეთანხმება, მაგრამ „ტოტენჰემიცა“ და „აიაქსიც“ დამსახურებულად მოხვდნენ საუკეთესო ოთხეულში და ფინალში თამაშზეც აცხადებენ პრეტენზიას.

მასპინძელ ლონდონელებს უდიდესი დანაკლისი აქვთ - დღეს მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ვერ დაეხმარებიან: ჰარი კეინი, ერიკ ლამელა, სერჟ ორიე, ჰარი უინკსი და ჰიუნ-მინ სონი. ამსტერდამელებს კი სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგან ერიკ ტენ ჰაგს ყველა მწყობრში ყავს.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ოთხი გამორჩეული წევრი ადრე სწორედ „აიაქსში“ თამაშობდა და ფართო მასებისთვის ცნობადი ფეხბურთელები სწორედ ჰოლანდიური გრანდიდან გახდნენ, ესენი არიან: იან ვერტონგენი (2006-2012 წლებში), ტობი ალდერვეირელდი (2008-2013 წლებში), ქრისტიან ერიკსენი (2010-2013 წლებში) და დავინსონ სანჩესი (2016-2017 წლებში).

დღევანდელ მატჩს, რომელიც თბილისის დროთ 23:00 საათზე დაიწყება, ესპანელი არბიტრი ანტონიო მატეუ ლაოსი განსჯის.

სავარაუდო შემადგენლობები:

ტოტენჰემი (4-3-2-1): ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, დ. სანჩესი, როუზი; ე. დაიერი, ვანიამა, ერიკსენი; ალი, ლუკას მოურა; ლორენტე.

აიაქსი (4-2-3-1): ონანა; მაზრავი, დე ლიგტი, ბლინდი, ტალიაფიკო; ფ. დე იონგი, შონე; ნერესი, ვან დე ბეეკი, ზიეში; ტადიჩი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]