weather cur horoscope tv
ივნისი 02, 2020

„აიაქსს“ ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

10:24 ოთხშაბათი, 01 მაისი 2019 hits 215

2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ნახევარფინალური შეხვედრა ლონდონში შედგა. მასპინძელმა „ტოტენჰემმა“, რომელსაც ექვსი საკვანძო ფეხბურთელი აკლდა, ამსტერდამის „აიაქსს“ ვერაფერი დააკლო და დამარცხდა.

ერიკ ტენ ჰაგის გაწვრთნილმა ახალგაზრდულმა გუნდმა თამაშში უპირატესობა მალევე მოიპოვა ანგარიშიც ლოგიკურად გახსნა - შეტევისას დონი ვან დე ბეეკი თითქოს თამაშგარეში იყო, თუმცა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მე-15 წუთზე აუღელვებლად გაიტანა და „აიაქსს“ დიდი უპირატესობა მოუპოვა.

მაურისიო პოჩეტინოს უფერული გუნდი ბევრს ცდილობდა, თუმცა არაფერი გამოსდიოდა, გოლის გატანა კი თუ ვინმეს შეეძლო, ისევ და ისევ „აიაქსს“, რომელიც თამაშის ტემპსაც აკონტროლებდა და მატჩის სადავეებიც საფინალო სასტვენამდე არ გაუშვია.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შესანიშნავ ფორმაში მყოფი ჰოლანდიური გრანდი ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, სადაც 1996 წლის შემდეგ არ ყოფილა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე ტურნირის პლეი-ოფის სტადიაზე „აიაქსმა“ ყველა საგარეო მატჩი მოიგო, ასეთი რამ კი აქამდე მხოლოდ ორმა გუნდმა - „ბაიერნმა“ (2013) და „რეალმა“ (2018) შეძლეს.

დღეს მეორე ნახევარფინალური წყვილის შეხვედრა გაიმართება: ბარსელონა-ლივერპული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]