ერიკ ტენ ჰაგის გაწვრთნილმა ახალგაზრდულმა გუნდმა თამაშში უპირატესობა მალევე მოიპოვა ანგარიშიც ლოგიკურად გახსნა - შეტევისას დონი ვან დე ბეეკი თითქოს თამაშგარეში იყო, თუმცა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მე-15 წუთზე აუღელვებლად გაიტანა და „აიაქსს“ დიდი უპირატესობა მოუპოვა.
მაურისიო პოჩეტინოს უფერული გუნდი ბევრს ცდილობდა, თუმცა არაფერი გამოსდიოდა, გოლის გატანა კი თუ ვინმეს შეეძლო, ისევ და ისევ „აიაქსს“, რომელიც თამაშის ტემპსაც აკონტროლებდა და მატჩის სადავეებიც საფინალო სასტვენამდე არ გაუშვია.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ შესანიშნავ ფორმაში მყოფი ჰოლანდიური გრანდი ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, სადაც 1996 წლის შემდეგ არ ყოფილა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე ტურნირის პლეი-ოფის სტადიაზე „აიაქსმა“ ყველა საგარეო მატჩი მოიგო, ასეთი რამ კი აქამდე მხოლოდ ორმა გუნდმა - „ბაიერნმა“ (2013) და „რეალმა“ (2018) შეძლეს.
დღეს მეორე ნახევარფინალური წყვილის შეხვედრა გაიმართება: ბარსელონა-ლივერპული.