weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტოჩინოშინი წოდებაში დაქვეითდა, გაგამარუ მცირედით დაწინაურდა

11:21 ოთხშაბათი, 01 მაისი 2019

იაპონიის პროფესიული სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა, სადაც ტოჩინოშინის სახელით ცნობილ ლევან გორგაძე წოდებაში დაქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა ბოლო სუპერტურნირზე უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) დააფიქსირა, რის გამოც დასავლეთის მე-2 ოძეკის ტიტული დასავლეთისავე სეკივაკის წოდებაზე გაცვალა. ლევან გორგაძისთვის კარგი ისაა, რომ მომდევნო ბაშოზე 10 ან მეტი ორთაბრძოლის მოგების შემთხვევაში, ის ოძეკის პრესტიჟულ ტიტულს დაიბრუნებს.

რეიტინგში მცირე წინსვლა განიცადა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ, რომელმაც მარტში მინიმალური კაჩი-კოში (8 მოგება, 7 მარცხი) დააფიქსირა. ქართველმა გოლიათმა 1 საფეხურით აინაცვლა და ახლა რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში აღმოსავლეთის მე-7 ნომრის რანგში ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ მოახლოებული სუპერტურნირი სახელად ნაცუ ბაშო 12-26 მაისს სუმოს მექად წოდებულ ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანში“ ჩატარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]