weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სუპერმატჩი რომელიც ნაადრევ ფინალად ფასდება

12:00 ოთხშაბათი, 01 მაისი 2019

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური მატჩი, ბარსელონა-ლივერპული გაიმართება, რომელიც ბევრის აზრით, ნაადრევი ფინალიცაა და რომელშიც, ბევრისთვის თასის მომავალი მფლობელი იმალება.

ორი დიდი კლუბის პირველი ნახევარფინალური სერია „კამპ ნოუზე“ შედგება. კატალონიელებმა ბოლო უქმეებზე  ესპანეთის ჩემპიონობა გაინაღდეს და ამაღლებულ განწყობაზე არიან, „ლივერპული“ კი პრემიერ ლიგაში საოცარ სეზონს ატარებს, მაგრამ საკუთარ თავზე მაინც არაა დამოკიდებული და ინგლისის ნანატრი ჩემპიონის ტიტული ისევ სამომავლო პერსპექტივად დარჩება.

დღევანდელ მატჩში ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი მძიმე ბრძოლას ელოდება. „ბარსელონას“ ტრავმირებულები არ ჰყავს (რაფინია ალკანტარას გარდა), „ლივერპულს“ კი სათადარიგო ადამ ლალანა დააკლდება, ხოლო რობერტო ფირმინოს საკითხი თამაშის დაწყებამდე უნდა გაირკვეს.

აქვე გეტყვით, რომ ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 8-ჯერ შეხვედრიან და მცირე უპირატესობა „ლივერპულის“ მხარესაა: „ლივერპული“ - 3 მოგება, 3 ფრე და „ბარსელონა“ - 2 მოგება, ბურთების ბალანსი 6:6.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური; მესი, სუარესი, ფ. კოუტინიო.

ლივერპული (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინალდუმი; სალაჰი, ფირმინო, მანე.

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]