weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პირველად საქართველოში გოლფის ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება

14:46 შაბათი, 04 მაისი 2019

18-19 მაისს, საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით, პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება. ჩემპიონატში მონაწილეობას 30-ზე მეტი მოთამაშე მიიღებს, მათ შორის - ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები, მიხეილ ძაძამია და ანდრო შილაკაძე.

ტურნირს კომპლექსის Tbilisi Hills Golf & Residences, გოლფის მოედანი უმასპინძლებს. დასკვნით დღეს საუკეთესო შედეგის მქონე ოთხეული გამოვლინდება, რომელიც აგვისტოში, ვილნიუსში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ევროპირველობა ევროპის გოლფის ასოციაციის ეგიდით გაიმართება.

საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და კომპანია Tbilisi Hills.

საქართველოს გოლფის ფედერაცია, რომელიც 2007 წელს დაარსდა, ასოციაციის წევრი 2014 წელს გახდა, ხოლო 2015 წლიდან მსოფლიოს პირველი და ყველაზე პრესტიჟული გოლფ კლუბის (Royal and Ancient Golf Club of St Andrews) წევრია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]