weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კახეთში მსოფლიო რბენის გამარჯვებულები გაიანე უსტიანი და ლევან ჩოხელი გახდნენ

15:05 ორშაბათი, 06 მაისი 2019

საქართველოში, კერძოდ კი კახეთის რეგიონში, წელს მეექვსედ გაიმართა მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება - მსოფლიო რბენა Wings for Life World Run. მარათონში, რომელმაც სტარტი ლოპოტას გადასახვევიდან აიღო, 7000 ადამიანი მონაწილეობდა.

მსოფლიო რბენის გამარჯვებული კაცებს შორის ლევან ჩოხელი გახდა, რომელმაც 53.787 კილომეტრი გაირბინა, ქალებს შორის კი პირველი ადგილი გაიანე უსტიანიმ 32.53 კილომეტრით დაიკავა. ეტლით მოსარგებლეთა შორის საუკეთესო შედეგი თეა ბოლქვაძემ (13.5 კმ) და გიორგი ლომთაძემ (32.2 კმ) დააფიქსირეს.

2019 წელს მსოფლიო რბენა 72 ქვეყნის 323 ლოკაციაზე გაიმართა. ჯამში, 120 000-მა მონაწილემ 1 103 276 კილომეტრი დაფარა, ხოლო ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისთვის 3.5 მილიონი ევრო შეგროვდა.

Wings for Life World Run-ი უნიკალური საქველმოქმედო რბენაა. ამ დღეს ერთად დარბიან პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს. მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ გააჩნია.

წელს Wings for Life World Run საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასთვის“ და კომპანია „რედ ბულის“ ორგანიზებით ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]