გავრცელებული ცნობის თანახმად, ქართველი კალათბურთელი “მეომრების” რიგებში თამაშისას სეზონის განმალობაში 3.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ზაზა ფაჩულია „გოლდენ სტეიტს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ის განვლილ სეზონში საშუალოდ 18 წუთს თამაშობდა და ამ დროში 6.1 ქულას და 5.9 მოხსნას აგროვებდა.