weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველმა მოჭიდავეებმა ბრაზილიაში 4 ოქროს მედალი მოიპოვეს

10:03 კვირა, 12 მაისი 2019

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, რიო-დე-ჟანეიროში დასრულდა მსოფლიო სერიის რიგით მეორე ტურნირი საპლაჟო ჭიდაობაში, სადაც ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 100%-იანი შედეგით დაამთავრა.

შეჯიბრება 4 წონით კატეგორიაში გაიმართა და ყველა მათგანში ქართველმა ფალავნებმა იმარჯვეს. ტურნირს ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ).

ქელეხსაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელ რადულოვს მოუგო, ხუციშვილმა აზერბაიჯანელი იუსუბოვი დაამარცხა, მარსაგიშვილმა საჩემპიონო ბრძოლაში პაკისტანელ მუჰამად ინამს სძლია, კორძაიამ კი აზერბაიჯანელ ნაზარიანს აჯობა.

ჭიდაობის ფედერაციის ცნობით, ეს ტურნირი სან-დიეგოს ქვიშის თამაშებზე მოსახვედრი მეორე სალიცენზიო ტურნირი იყო. საქართველოს დელეგაციას ლაშა ლომიძე ხელმძღვანელობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]