weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამოს“ ანგარიშით 3:2 მოუგო

10:20 კვირა, 12 მაისი 2019

ბათუმის „დინამომ“ ანგისის სტადიონზე თბილისის „დინამოს უმასპინძლა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა. მატჩის განმავლობაში გასული ხუთი გოლიდან ხუთივე ბათუმელმა ფეხბურთელებმა გაიტანეს – სამი მოწინააღმდეგის, ორი კი - საკუთარ კარში.

პირველი ტაიმი მასპინძლების სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა. თბილისის „დინამოს“ კარში პირველი გოლი ვაკო თევდორაძემ გაიტანა, დაახლოებით 10 წუთში კი, მეორე ბურთი ლაშა ჩალაძემ შეაგდო.

შეხვედრის მეორე ტაიმში, 76-ე წუთზე ბათუმელმა გურამ ადამაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში 2:1 გახდა. 85-ე წუთზე ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს საკუთარ კარში, ამჯერად - ალეფ სანტოსმა.

მატჩის ბედი თორნიკე გაფრინდაშვილმა გადაწყვიტა, რომელმაც დამატებით დროში, 93-ე წუთზე თამაშის მეხუთე გოლი გაიტანა და ანგარიში 3:2 გახდა.

„დინამო“ ბათუმი 25 ქულით ეროვნლი ლიგის ერთპიროვნული ლიდერია. ბათუმელები შემდეგ შეხვედრას 15 მაისს, გორში ადგილობრივი „დილას“ წინააღმდეგ გამართავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]