weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონია

11:21 ორშაბათი, 13 მაისი 2019

2018-2019 წლების ინგლისის პრემიერ ლიგის გამორჩეულად საინტერესო გათამაშება „მანჩესტერ სიტის“ გამარჯვებით დასრულდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა ზედიზედ მეორედ, სულ კი ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული.

პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ბრაიტონი“ 4:1 დაამარცხა და მთავარ კონკურენტ „ლივერპულს“ ერთი ქულით აჯობა. მერსისაიდელებმა თავის მხრივ შინ სადიო მანეს დუბლით „ვულვერჰემპტონს“ სძლიეს და 97 ქულა დააგროვეს.

აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას კრებულმა პრემიერ ლიგაში ბოლო 14 მატჩი მოიგო და აჯობა „ლივერპულს“, რომელმაც ასევე ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა.

„სიტის“, „ლივერპულისა“ და „ჩელსის“ შემდეგ გაირკვა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მფლობელი მეოთხე გუნდის ვინაობაც. უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, რომელშიც რამდენიმე გუნდი იმყოფებოდა, მეოთხე ადგილი „ტოტენჰემს“ ერგო, „არსენალი“ კი მეხუთეზე დარჩა და გაისად ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ევროპა ლიგის მოგება მართებს. მოგეხსენებათ, ევროტურნირის ფინალში ლონდონური დაპირისპირება შედგება.

2018-2019 წლების პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 22 გატანილი გოლით სამი ფეხბურთელი გახდა: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) და „ლივერპულის“ დუეტი - მოჰამედ სალაჰი და სადიო მანე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]