weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტოჩინოშინმა საწყისი ორი ორთაბრძოლა მოიგო

19:56 ორშაბათი, 13 მაისი 2019

პროფესიული სუმოს სუპერტურნირ ნაცუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს მორიგი გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა. სეკივაკეს წოდების მქონე ქართველმა სუმოტორიმ ტოკიოს ჰონბაშოზე ორი შეხვედრიდან ორივე მოიგო.

ნაცუ ბაშოს პირველ დღეს ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ჩიოტარიუ იყო, რომელიც დამაჯერებლად დაამარცხა, დღეს კი გორგაძე ასევე მაეგაშირა დაეიშოს შეხვდა და არც მისი ძლევა გასჭირვებია.

ელიტარულ დივიზიონ მაკუუჩიში ორი გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინმა ყველას დაანახა, რომ წინა ჰონბაშოებისგან განსხვავებით, ამჯერად კარგ ფორმაშია. ქართველ მებრძოლს დადებით ბალანსამდე 6 მოგება აშორებს, თუმცა ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად დარჩენილი 13 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 8 გამარჯვების მოპოვება მართებს.

ტოჩინოშინისგან განსხვავებით, მეორე შეხვედრა დათმო თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუს სახელით ცნობილი ქართველი გოლიათი რანგით დაბალ დივიზიონ ჯურიოს მერვე ნომერ კიოკუტაისეის შეხვდა და მისი დამარცხება ვერ შეძლო - მისი ბალანსი 1 მოგება და 1 წაგება გახლავთ.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]