weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველმა მოჭიდავეებმა ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს

12:26 შაბათი, 08 ივლისი 2017

7 ივლისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სტარტი აიღო ჭიდაობის საერთაშორისო გრან-პრის, ზიოლკოვსკისა და პიტლასინსკის სახელობის ღია პირველობის გათამაშებამ. შეჯიბრების პირველ დღეს  ხუთმა ქართველმა ფალავანმა იასპარეზა და ოთხმა მათგანმა მედლის მოპოვება მოახერხა

პირველ დღეს ვაჟებში მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა: თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 61 და 74 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ბერძნულ-რომაულში - 59, 75 და 130 კგ-ში.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ანგარიშზე 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალია. ტურნირის გამარჯვებული ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა (61 კგ), ბრინჯაოს მედალს კი ბექა ლომთაძე (61 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) დაეუფლნენ.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მხოლოდ ერთ წონაში ჰყავდა წარმომადგენელი: 130 კგ-ში ლევან არაბულმა ყველა შეხვედრა მოიგო და ოქროს მედალი მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]