weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტოჩინოშინმა ოთხიდან ოთხი ბრძოლა მოიგო

17:53 ოთხშაბათი, 15 მაისი 2019

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ საწყისი ოთხი ორთაბრძოლა მოიგო.

ნაცუ ბაშოს ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის სახელის მქონე ქართველმა სუმოისტმა მეოთხე შეხვედრაში მონღოლი მეტოქე სახელად ტამავაში დაამარცხა და ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. მოგეხსენებათ, გორგაძე ამჟამად სეკივაკეს წოდებით ირჯება.

ტამავაშისთან ურთიერთშეხვედრებში ეს 28-ე დაპირისპირება იყო, რომლებშიც გორგაძეს დიდი უპირატესობა აქვს - 10 მარცხი 18 მოგების საპირისპიროდ.

აქვე გეტყვით, რომ ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად დარჩენილი 11 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 6 გამარჯვების მოპოვება სჭირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]