weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„აიაქსი“ ჰოლანდიის ჩემპიონია

23:11 ოთხშაბათი, 15 მაისი 2019

2018-2019 წლების ერედივიზიის გამარჯვებული ამსტერდამის „აიაქსი“ გახდა. ერიკ ტენ ჰაგის გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში „დე გრააფსხაპი“ სტუმრად 4:1 დაამარცხა, 86 ქულას მოუყარა თავი და გასული წლის ჩემპიონს, მეორეადგილოსან „პსვ ეინდჰოვენს“ 3 ქულით აჯობა.

წლევანდელი ჩემპიონატის განმავლობაში ეინდჰოვენელები დიდ ხანს იყვნენ პირველ ადგილზე და მათ მორიგ ჩემპიონობას თითქოს წინ არაფერი ედგა, თუმცა ბოლო 6 ტურში ამსტერდამული გრანდი გალიდერდა და კონკურენტს ტიტული დამსახურებულად ჩამოართვა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის თანაბომბარდირები დუშან ტადიჩი (აიაქსი) და ლუუკ დე იონგი (პსვ) გახდნენ 28-28 გატანილი გოლით. ამასთანავე, „აიაქსის“ სერბმა ლიდერმა და მისავე თანაგუნდელმა ჰაქიმ ზიეშმა ჩემპიონატში ყველაზე მეტი, 13-13 საგოლე გადაცემა მიითვალეს.

„აიაქსი“ და „პსვ“ გაისად ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად, შესაბამისად, მე-3 და მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვებიან.

ცნობისთვის, ჰოლანდიური ფეხბურთის ფლაგმანი კლუბი, რომელმაც ამავე სეზონში ჰოლანდიის ტასიც მოიგო, ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში 34-ედ გახდა. შედარებისთვის, ჰოლანდიური ე.წ. დიდი სამეულის (De Grote Drie) დანარჩენ ორ კლუბს - „პსვ ეინდჰოვენსა“ და როტერდამის „ფეიენოორდს“, ჰოლანდიის ჩემპიონობა შესაბამისად, 24-ჯერ და 15-ჯერ აქვთ მოპოვებული

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]