მთამსვლელთა ჯგუფმა, რომელიც 8 სპორტსმენისგან შედგებოდა ევერესტი, 16 მაისს დილის 9 საათზე დალაშქრა.
„ასვლა განხორციელდა ნეპალის მხრიდან, საერთაშორისო ექსპედიციის შემადგენლობაში, ავთანდილ ცინცაძის პირადი სახსრებითა და ძალისხმევით. ვულოცავთ ავთანდილს ამ უმნიშვნელოვანეს ასვლას“, – წერს საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია სოციალურ ქსელში.
ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქართველ მთამსვლელთან შეხვედრა გაიმართება.