ნაცუ ბაშოს მე-6 დღეს, დასავლეთის სეკივაკეს წოდების მქონე ტოჩინოშინის მეტოქე ვეტერანი იაპონელი, დასავლეთის პირველი მაეგაშირა სახელად კოტოშოგიკუ იყო. ამ გამარჯვებით გორგაძემ მასთან ურთიერთშეხვედრებში არსებული პირადი ბალანსი შეამცირა (10:24).
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე ენდო იქნება, რომელიც მიმდინარე სუპერტურნირზე ცუდად ასპარეზობს და 2 გამარჯვების საპასუხოდ 5 მარცხი აქვს. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, მათ შორის თანაფარდობაა 4:4.
დადებითი ბალანსით გამოდის ნაცუ ბაშოს რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოში მოასპარეზე გაგამარუც - თეიმურაზ ჯუღელის მოგება-წაგებათა ბალანსი 5/2 გახლავთ.