weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბრაზილია „კოპა ამერიკასთვის“ დაირაზმა

15:36 კვირა, 19 მაისი 2019

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ადენორ ლეონარდო ბაკიმ, იგივე ტიტემ ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც სამშობლოში გასამართ „კოპა ამერიკაზე“ ეროვნული გუნდის ღირსებას დაიცავენ.

„კოპა ამერიკაზე“ გუნდები კენჭისყრით განაწილდნენ

ტიტე ძირითადად იმ ბირთვს დაეყრდნო, რომლითაც „სელესაომ“ გასულ წელს რუსეთში გამართულ მუნდიალზე იასპარეზა, რამდენიმე ახალი სახე კი წელს ჩატარებული კარგი სეზონის გამო შეარჩია. მიუხედავად ამისა, ტიტეს რჩეულთა შორის კვლავ არ არიან ფაბინიო (ლივერპული) და ლუკას მოურა (ტოტენჰემი), რომლებმაც წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე თავიანთი გუნდების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

„კოპა ამერიკაზე“ ასევე არ ითამაშებენ: ვილიანი, დუგლას კოსტა, დანილო, მარსელო, რენატო აუგუსტო და პაულინიო.

ტიტეს 23-კაციანი განაცხადი შემდეგნაირია:

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), კასიო (კორინთიანსი).

მცველები: ტიაგო სილვა, დანი ალვესი, მარკინიოსი (სამივე - პსჟ), ფილიპე ლუისი (მადრიდის ატლეტიკო), ალექს სანდრო (იუვენტუსი), მირანდა (მილანის ინტერი), ედერ მილიტაო (პორტო), ფაგნერი (კორინთიანსი).

ნახევარმცველები: ფილიპე კოუტინიო, არტური (ორივე - ბარსელონა), კაზემირო (მადრიდის რეალი), ფერნანდინიო (მანჩესტერ სიტი), ალანი (ნაპოლი), ლუკას პაკეტა (მილანი).

თავდამსხმელები: ნეიმარი (პსჟ), რიჩარლისონი (ევერტონი), რობერტო ფირმინო (ლივერპული), გაბრიელ ჟეზუსი (მანჩესტერ სიტი), დავიდ ნერესი (აიაქსი), ევერტონი (გრემიო).

სამხრეთ ამერიკული საფეხბურთო ტურნირი სტარტს 14 ივნისს აიღებს და 7 ივლისს დასრულდება. ბრაზილიის ეროვნული გუნდი A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ბოლივიას, პერუსა და ვენესუელას დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]