weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გარდაიცვალა ფორმულა 1-ის ლეგენდა ნიკი ლაუდა

10:05 სამშაბათი, 21 მაისი 2019

ლეგენდარული ავსტრიელი მრბოლელი, ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გარდაიცვალა.

ნიკი ლაუდა ერთადერთი იყო, რომელიც F1-ში მსოფლიო ჩემპიონი „ფერარითა“ და „მაკლარენით“ გახდა. პირველი ტიტული 1975 წელს მოიპოვა, მომდევნო წელს ნიურბურგრინგის ტრასაზე მძიმე ავარიისას, რა დროსაც მისი „ფერარი“ ცეცხლის ალში გაეხვია, პილოტს სახე დაეწვა და უმძიმესი ნაიარევი დაუტოვა. ტრავმის მიუხედავად, ლაუდამ მომავალი წლის ჩემპიონატი მოიგო, მესამედ კი მსოფლიო ჩემპიონი „მაკლარენით“ 1984 წელს გახდა.

ნიკი ლაუდასა და მის ბრიტანელ მეტოქე ჯეიმს ჰანტის შესახებ გადაღებულია ოსკაროსანი რეჟისორის, რონ ჰოვარდის სპორტულ-ბიოგრაფიული დრამა Rush, სადაც ნიკი ლაუდას როლს დანიელ ბრიული, ხოლო ჰანტისას ქრის ჰემსუორთი ასრულებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]