20 მაისს ქობულეთში, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე 2018 წლის საუკეთესო ძალოსნები დააფასეს. მამაკაცებში ჯილდო ზედიზედ მეორედ გადაეცა ოლიმპიურ, მსოფლიოს სამგზისა და ევროპის ოთხგზის ჩემპიონს, მრავალგზის რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს.
ქალებში საუკეთესოდ ასევე ყველა დიდი ტიტულის მომგები ესპანელი ლიდია ვალენტინი დასახელდა.
2018 წლის შემაჯამებელ გამოკითხვაში მონაწილეობა დაახლოებით 30 ათასმა გულშემატკივარმა მიიღო და მათგან ნახევარზე მეტმა არჩევანი ლაშა ტალახაძეზე შეაჩერა. ლიდია ვალენტინმა 13 ათასი ხმით იმარჯვა.