ცნობილი ასევე ხდება, რომ კონტრაქტი ოფიციალურად მომავალ სამშაბათს, 28 მაისს გაფორმდება.
აქამდე ანტონიო კონტეს სახელს მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნთან“ აკავშირებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს ბოლო გაწვრთნილი კლუბი ლონდონის „ჩელსი“ იყო, სადაც ის 2016 წელს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იტალიის ეროვნული ნაკრებიდან გადავიდა და პირველივე სეზონში მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა, თუმცა მომდევნო წელს გუნდმა ცუდი შედეგი აჩვენა და იგი დაითხოვეს.
სამშობლოში კონტე „არეცოს“, „ბარის“, „ატალანტას“, „სიენასა“ და „იუვენტუსს“ წვრთნიდა, სადაც სერია A სამჯერ მოიგო, ორჯერ კი იტალიის სუპერ თასს დაეუფლა.