weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კონტე „ინტერს“ შეუთანხმდა

11:01 ოთხშაბათი, 22 მაისი 2019

როგორც ირკვევა, ანტონიო კონტე მილანის „ინტერნაციონალეს“ მთავარი მწვრთნელი გახდება. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ტანკრედი პალნერის მტკიცებით, 49 წლის იტალიელმა სპეციალისტმა „ნერიაძურისთან“ წინასწარ ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, მისი ხელფასი წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება.

ცნობილი ასევე ხდება, რომ კონტრაქტი ოფიციალურად მომავალ სამშაბათს, 28 მაისს გაფორმდება.

აქამდე ანტონიო კონტეს სახელს მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნთან“ აკავშირებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს ბოლო გაწვრთნილი კლუბი ლონდონის „ჩელსი“ იყო, სადაც ის 2016 წელს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იტალიის ეროვნული ნაკრებიდან გადავიდა და პირველივე სეზონში მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა, თუმცა მომდევნო წელს გუნდმა ცუდი შედეგი აჩვენა და იგი დაითხოვეს.

სამშობლოში კონტე „არეცოს“, „ბარის“, „ატალანტას“, „სიენასა“ და „იუვენტუსს“ წვრთნიდა, სადაც სერია A სამჯერ მოიგო, ორჯერ კი იტალიის სუპერ თასს დაეუფლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]