ტოჩინოშინი აბის აქამდე სამჯერ იყო შეხვედრილი და სამჯერვე ყავდა იგი დამარცხებული. დღევანდელი მარცხით გორგაძის მოგება-წაგებათა ბალანსი 9/2 გახდა, აბის კი 7/4 გაუხდა.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეისეი იქნება, რომელსაც ქართველი სუმოისტი აქამდე არასოდეს შეხვედრია.
ლევან გორგაძის მსგავსად დამარცხდა იოკოზუნა კაკურიუ და მასაც ბალანსი 9/2 გაუხდა. ამრიგად, მიმდინარე ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი ყავს - ასანოიამა, რომელსაც 10 მოგება და 1 მარცხი აქვს მონაგარში.