weather cur horoscope tv
მაისი 23, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

„ალაზანმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა

11:07 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019

რეგიონული ლიგის აღმოსავლეთ გ ჯგუფში მოასპარეზე გურჯაანის „ალაზანმა“ საშინაო შეხვედრა ანგარიშით 4:1 მოიგო. მასპინძლებმა „საქართველოს უნივერსიტეტი“ დაამარცხეს.

თამაში საინტერესო, სანახაობრივი და მაღალტემპიანი გამოდგა. პირველ ტაიმში უპირატესობას „ალაზანი“ ფლობდა და მეტოქე გუნდის მეკარესაც არაერთხელ მოუხდა საგოლე მომენტის განეიტრალება, „უნივერსიტეტი“ კი კონტრშეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას. პირველი ნახევარი გურჯაანელებმა 1:0 მოიგეს - გოლი გიორგი ქაჩლიშვილმა გაიტანა.

მეორე ნახევარში „საქ. უნივერიტეტის“ კარი გაგა მოდებაძემ, ლაშა ბარამიძემ და ბექა ბადურაშვილმა აიღეს და „ალაზანს“ გამარჯვება გაუფორმეს, სტუმრებმა კი მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს.

რვა ტურის თავზე „ალაზანს“ 16 ქულა აქვს: 5 გამარჯვება, 1 ფრე და 2 წაგება. მორიგ შეხვედრას გუნდი 29 მაისს, სტუმრად „ივერია 2017“-თან გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]