თამაში საინტერესო, სანახაობრივი და მაღალტემპიანი გამოდგა. პირველ ტაიმში უპირატესობას „ალაზანი“ ფლობდა და მეტოქე გუნდის მეკარესაც არაერთხელ მოუხდა საგოლე მომენტის განეიტრალება, „უნივერსიტეტი“ კი კონტრშეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას. პირველი ნახევარი გურჯაანელებმა 1:0 მოიგეს - გოლი გიორგი ქაჩლიშვილმა გაიტანა.
მეორე ნახევარში „საქ. უნივერიტეტის“ კარი გაგა მოდებაძემ, ლაშა ბარამიძემ და ბექა ბადურაშვილმა აიღეს და „ალაზანს“ გამარჯვება გაუფორმეს, სტუმრებმა კი მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს.
რვა ტურის თავზე „ალაზანს“ 16 ქულა აქვს: 5 გამარჯვება, 1 ფრე და 2 წაგება. მორიგ შეხვედრას გუნდი 29 მაისს, სტუმრად „ივერია 2017“-თან გამართავს.