weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უეინ რუნი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა

10:14 ორშაბათი, 10 ივლისი 2017

ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ აწ უკვე ყოფილი კაპიტანი უეინ რუნი კარიერას ლივერპულის „ევერტონში“ გააგრძელებს - სწორედ იქ, სადაც კარიერა დაიწყო. ინგლისის ნაკრების კაპიტანმა და საუკეთესო ბომბარდირმა მშობლიურ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

31 წლის ფეხბურთელის განცხადებით, იგი ყოველთვის ამბობდა, რომ თუ „მანჩესტერ იუნიატედს“ დატოვებდა, მხოლოდ მშობლიური „ევერტონისთვის“ და პირადი აგენტისთვისაც ბევრჯერ ჰქონდა ნათქვამი, რომ სწორედ „ევერტონში“ სურდა დაბრუნება.

უეინ რუნის კარიერა „ევერტონში“ 2002 წელს დაიწყო, ინგლისის პრემიერ ლიგაში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა და 2004 წლამდე ამ გუნდის რიგებში 77 მატჩში 17 გოლი გაიტანა. რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ოლდ ტრაფორდზე“ გატარებულ 13 წელიწადში უეინ რუნიმ წარუშლელი კვალი დატოვა: კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა 253 გატანილი გოლით და გუნდთან ერთად 16 ტიტულს დაეუფლა, მათ შორის ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ოთხჯერ - ინგლისის სუპერ თასი, სამჯერ - ინგლისის ლიგის თასი, თითოჯერ კი - ინგლისის ასოციაციის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. „იუნაიტედში“ თამაშისას უეინ რუნის ასევე აქვს მოპოვებული 25-ზე მეტი ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]