აღნიშნულ მატჩში კვერკველიას დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია, კვარაცხელია კი თამაშში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფიოდორ სმოლოვის ნაცვლად ჩაერთო.
საბა კვირკველიამ რუსეთის თასი მესამედ მოიგო (მეორედ „ლოკომოტივის“ რიგებში, ერთხელ კი - ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაში), 18 წლის ქართველი შემტევისთვის ეს პირველი ტიტულია.
რაც შეეხება უშუალოდ მოსკოვის „ლოკომოტივს“, იური სიომინის გაწვრთნილი გუნდი რუსეთის თასს ისტორიაში მერვედ დაეუფლა.
აქვე გეტყვით, რომ წინა კვირას დონეცკის „შახტარის“ ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა, წინა სეზონის მსგავსად, უკრაინის ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული გახდა.