weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ჯვაროსნების“ მეტოქემ შემადგენლობა დაასახელა

11:25 პარასკევი, 24 მაისი 2019

ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მომავალი მეტოქის, დანიის ეროვნული გუნდის შემადგენლობა ცნობილია. ნორვეგიელმა მწვრთნელმა ოგე ჰარეიდემ უახლოესი მატჩისთვის 22 ფეხბურთელი გამოიძახა.

დანიის ნაკრები ირლანდიასა და „ჯვაროსნებთან“ მატჩებისთვის შემდეგი ფეხბურთელებით მოემზადება:

მეკარეები: კასპერ შმაიხელი (ლესტერი), ფრედერიკ რიონოვი (ფრანკფურტის აინტრახტი), იესპერ ჰანსენი (მიდტიულანდი).

მცველები: პეტერ ანკერსენი, ანდრეას ბიელანდი (ორივე - კოპენჰაგენი), ანდრეას ქრისტენსენი (ჩელსი), სიმონ კიაერი (სევილია), იენს სტრიუგერ ლარსენი (უდინეზე), ჰენრიკ დალსგორი (ბრენტფორდი), რიზა დურმისი (ლაციო), მატიას იორგენსენი (ჰადერსფილდი).

ნახევარმცველები: ქრისტიან ერიკსენი (ტოტენჰემი), დანიელ ვასი (ვალენსია), ლასე შიონე (აიაქსი), ლუკას ლერაგერი (ჯენოა), თომას დილეინი (დორტმუნდი), პიერ-ემილ ჰოიბერგი (საუთჰემპტონი).

თავდამსხმელები: კასპერ დოლბერგი (აიაქსი), მარტინ ბრეითვეიტი (ლეგანესი), ნიკოლაი იორგენსენი (ფეიენოორდი), იუსუფ პოულსენი (ლაიპციგი), რობერტ სკოვი (კოპენჰაგენი).

დანიელები ირლანდიის ნაკრებს 7 ივნისს კოპენჰაგენში შეხვდებიან, შემდეგ კი 10 ივნისს, ასევე კოპენჰაგენში საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]