weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველმა მოჭიდავეებმა პოლონურ ტურნირზე 3 ოქროსა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

11:11 ორშაბათი, 10 ივლისი 2017

ქართველმა მოჭიდავეებმა პოლონეთში გამართული ზიოლკოვსკისა და პიტლასინსკის სახელობის ღია პირველობა 10 მედლით ჩაამთავრეს. 8-10 ივლისს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა თითქმის ოპტიმალური შემადგენლობებით მიიღეს მონაწილეობა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე 2 ოქროსა და 5 ბრინჯაოს მედალია. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) ავიდნენ. ბექა ლომთაძემ (61 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ), დავით ხუციშვილმა (86 კგ), ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პოლონურ ტურნირზე 3 მედალი მოიპოვა. მძიმეწონოსანი ლევან არაბული (130 კგ) ჩემპიონი გახდა. შმაგი ბოლქვაძე (71 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (85 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]