მაკუუჩიში ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს გორგაძის მეტოქე მიმდინარე ტურნირის ერთ-ერთი ლიდერი ასანოიამა იყო. შეჭიდებისას ტოჩინოშინმა იძალა და მეტოქე დოჰიოს მიღმა დააგდო, თუმცა მსაჯებმა განხილვის შემდეგ ქართველ სეკივაკეს გამარჯვება წაართვეს.
სკანდალური მარცხის გამო ქართველი სუმოტორის მოგება-წაგებათა ბალანსი 9/4 გახდა, ასანოიამასი კი 11/2, რითაც იგი ნაცუ ბაშოს ერთპიროვნული ლიდერად იქცა.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე იოკოზუნა კაკურიუ იქნება, რომელიც დღეს დამარცხდა და ბალანსი 10/3 გაუხდა.