weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტოჩინოშინმა ნაგოიას სუპერტურნირი რანგით მაღალი მეტოქის ძლევით დაიწყო

11:20 ორშაბათი, 10 ივლისი 2017

ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა სეკიტორიმ, ლევან გორგაძემ იაპონიის ქალაქ ნაგოიაში დაწყებული წლის მე-4 სუპერტურნირი ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყო - ქართველმა სუმოისტმა ოძეკი (რანგით მეორე სუმოისტი) გოეიდო დაამარცხა.

 შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოზე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს და თავიდანვე ელიტარულ მებრძოლებთან ჭიდილი უწევს.

ნაგოიას სუპერტურნირი წაგებით გახსნა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ, რომელიც მაკუუჩი დივიზიონში გარკვეული პაუზის მერე დაბრუნდა და ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად მინიმალური დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება მაინც სჭირდება. ნაგოია ბაშოზე გაგამარუ აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირას წოდებით ირჯება, სასტარტო ორთაბრძოლა კი მე-15 მაეგაშირა ჩიიომარუსთან იორიკირით დათმო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]