weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე მე-16 ოქროს მედალი მოიპოვა

15:21 პარასკევი, 24 მაისი 2019

ბრაზილიის ქალაქმა სან პაულომ ეტლით ფარიკაობაში 2019 წლის მსოფლიო თასის მორიგ გათამაშებას უმასპინძლა, სადაც თავის რიგით მე-16 ოქროს მედალს ირმა ხეცურიანი დაეუფლა.

ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობის „ბ“ კატეგორიაში პირველობა ამჯერადაც არავის დაუთმო და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან ძალიან ძლიერი ტაილანდელი მეტოქე დაამარცხა. „ა“ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი მალხაზ მესხი გახლავთ, ბრაზილიაში სამი სპორტსმენის შემადგენლობით გაემგზავრა. მედლებისთვის ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იბრძოდნენ.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]