weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„თელავი“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა

12:30 ორშაბათი, 10 ივლისი 2017

საფეხბურთო კლუბ „თელავს“ საშინაო მარცხი პირველი ადგილის დაკარგვად დაუჯდა. მალხაზ ჟვანიას გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. თეთრი ჯგუფის მე-16 ტურში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე „ნორჩ დინამოსთან“ წააგო და ცხრილში პირველი ადგილი კონკურენტ „შევარდენს“ დაუთმო.

თელაველმა ფეხბურთელებმა მე-4 წუთზე სწრაფი გოლი გაუშვეს, ტაიმი კი 0:2 წააგეს. მეორე ნახევრის 67-ე წუთზე ნიკა ბაშელეიშვილმა ერთი გოლი გაქვითა და „თელავი“ საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

ამ მომენტისთვის „თელავს“ 32 ქულა აქვს და ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ „შევარდენს“, მესამე ადგილზე კი „ნორჩი დინამოა“ 30 ქულით. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.
მორიგ მატჩს „თელავი“ 17 ივლისს კვლავ მშობლიურ „გივი ჩოხელზე“ გამართავს და სკ "ბორჯომს" უმასპინძლებს, უკანასკნელ ტურში კი პირველადგილოსან „შევარდენს“ სტუმრად ეთამაშება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]