წელს მესის დაწევის შანსი კილიან მბაპეს ჰქონდა. ლიგა 1-ის ბოლო ტურში ფრანგ ფორვარდს „რეიმსთან“ მინიმუმ 4 გოლი უნდა გაეტანა, მაგრამ მხოლოდ 1 გაიტანა („პსჟ“ 1:3 დამარცხდა) და მესი მიუწვდომელი გახდა.
აქვე გეტყვით, რომ მესიმ ზედიზედ მესამედ მოიგო ევროპის სპორტული მედიის (ESM) მიერ დაწესებული „ოქროს ბუცი“, რაც აქამდე ასევე არავის გაუკეთებია. ექვსჯერ მოგებული ჯილდოს მაჩვენებელი კი შემდეგნაირია:
2009-2010 წლების სეზონი: 34 გოლი
2011-2012 წლების სეზონი: 50 გოლი
2012-2013 წლების სეზონი: 46 გოლი
2016-2017 წლების სეზონი: 37 გოლი
2017-2018 წლების სეზონი: 34 გოლი
2018-2019 წლების სეზონი: 36 გოლი