კატალონიურმა გრანდმა პირველი ტაიმი 0:2 დათმო. ვალენსიელთა რიგებში გოლებით 21-ე და 33-ე წუთებზე თავდამსხმელები, ფრანგი კევინ გამეირო და ესპანეთის ნაკრების წევრი როდრიგო გამოირჩნენ.
მეორე ნახევარში ერნესტო ვალვერდეს გუნდმა მხოლოდ სხვაობა შეამცირა - გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა 73-ე წუთზე.
„ვალენსიამ“ ესპანეთის სამეფო თასი ისტორიაში მერვედ მოიგო, უაკანსკნელად „ღამურებს“ ხსენებული ჯილდო 2008 წელს ქონდათ მოგებული.