ნიკო კოვაჩის გუნდმა „რედ ბულებს“ ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ სამი უპასუხო გოლი გაუტანა. დუბლით გამოირჩა პოლონელი გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი, ერთი ბურთი კი 22 წლის ფრანგმა შემტევმა კინგსლი კომანმა მიითვალა.
2018-2019 წლების გერმანიის თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი 7 გატანილი გოლით რობერტ ლევანდოვსკი გახდა.