weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აკაკი გოგიას გუნდი ბუნდესლიგაში აღზევდა

10:11 სამშაბათი, 28 მაისი 2019

ბერლინის საფეხბურთო კლუბი „უნიონი“, რომლის რიგებშიც აკაკი გოგია გამოდის, გაისად ბუნდესლიგაში იასპარეზებს. მოკრძალებულმა კლუბმა პლეი-ოფში სახელოვან „შტუტგარტს“ სძლია და „კიოლნისა“ და „პადერბორნის“ შემდეგ მესამე გუნდი გახდა, რომელიც მეორე ბუნდესლიგიდან ელიტაში აღზევდა.

გუნდებს შორის პირველი შეხვედრა შტუტგარტში 2:2 დასრულდა, განმეორებითი მატჩი ბერლინში კი - უგოლო ყაიმით, რამაც „უნიონ ბერლინის“ წარმატება განაპირობა.

გუნდს ცნობილი შვეიცარიელი სპეციალისტი ურს ფიშერი წვრთნის. რაც შეეხება აკაკი გოგიას, ფეხბურთელი 1992 წელს რუსთავში დაიბადა, 9 წლის ასაკში გერმანიაში გადასვლის შემდეგ კი მას გერმანული პასპორტი აქვს და ამ ქვეყნის ახლგაზრდულ ნაკრებებში უთამაშია. უკანასკნელ სეზონში ამპლუით ნახევარმცველმა გოგიამ „უნიონ ბერლინის“ მაისურით 28 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

აქვე გეტყვით, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის საგზური ჩემპიონშიპიდან ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ მოიპოვა, რომელმაც პლეი-ოფის ფინალში ფრენკ ლამპარდის გაწვრთნილი „დერბი ქაუნთი“ 2:1 დაამარცხა და „ნორვიჩ სიტისა“ და „შეფილდ იუნაიტედს“ შეუერთდა, რომლებიც მანამდე აღზევდნენ პრემიერ ლიგაში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]