51 წლის იტალიელი სპეციალისტი „ბიანკონერისთან“ გამოთხოვების შემდეგ არ აპირებს დასვენებას და მზადაა, კონტრაქტი გრანდთან გააფორმოს.
მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელ გულშემატკივართა დიდი ნაწილი ერნესტო ვალვერდეს მუშაობით უკმაყოფილოა, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა მაინც არ აპირებს მის გათავისუფლებას. მასიმილიანო ალეგრი კი მზადაა, „ბარსელონას“ ბოსებს ვალვერდეს გათავისუფლების შემთხვევაში საკუთარი კანდიდატურა შესთავაზოს.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ სეზონში ალეგრიმაც და ვალვერდემაც თავიანთ კლუბებში მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონატები მოიგეს.