weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გატუზო „მილანიდან“ წავიდა

10:19 ოთხშაბათი, 29 მაისი 2019

იტალიური საფეხბურთო კლუბის, „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯენარო გატუზომ ოფიციალურად დატოვა. ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი „როსონერის“ 2017 წლის ნოემბრიდან ავარჯიშებდა.

სერია A-ს უკანასკნელი სეზონი „მილანმა“ 68 ქულით მეხუთე პოზიციაზე დაასრულა და პრიორიტეტულ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს შედეგი „მილანისთვის“ 2012-2013 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესოა.

ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასვლის გამო გატუზოს დაკავებული პოსტი დაატოვებინეს. აღსანიშნავია, რომ „რინოს“ სახელფასო კომპენსაცია ეკუთვნოდა, მაგრამ პრინციპულმა იტალიელმა თავისივე სურვილით უარი თქვა და ეს იმით ახსნა, რომ მისი და „მილანის“ ურთიერთობა ფულით არასდროს ისაზღვრებოდა.

„მილანის“ დატოვების გადაწყვეტილება ადვილი არ ყოფილა, თუმცა ასეთი ნაბიჯი უნდა გადამედგა. ეს 18 თვე არ ჰგავდა სხვა პერიოდებს, როდესაც მთავარ მწვრთნელად ვმუშაობდი, ეს იყო დაუვიწყარი თვეები. ორწლიანი კონტრაქტზე უარი ვთქვი? დიახ, რადგან „მილანთან“ ჩემი ისტორია, არასდროს უკავშირდებოდა ფულს და ფინანსურ საკითხებს“, - განმარტა ჯენარო გატუზომ.

ჯერჯერობით უცნობია, გატუზოს შემცვლელის ვინაობა. იტალიური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სახელდებიან შემდეგი კანდიდატები: სიმონე ინძაგი, ლეონარდო ჟარდიმის, მარკო ჯამპაოლო და ეუსებიო დი ფრანჩესკო.

აქვე გეტყვით, რომ „მილანი“ ასევე დატოვა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]