weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმის „დინამო“ 50 ათასი ლარით დაჯარიმდა

14:18 ოთხშაბათი, 29 მაისი 2019

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა ბათუმის „დინამო“ 50 000 ლარით დააჯარიმა, რისი მიზეზიც სხვადასხვა სახის დისციპლინარული ნორმების დარღვევა გახდა.

„ანგისის“ სტადიონზე გამართული ბოლო სამი მატჩის დროს გულშემატკივრები მოედანზე ოთხჯერ შეიჭრნენ. გარდა ამისა, ტრიბუნებიდან მსაჯებისა და ფეხბურთელების მისამართით პლასტმასის ბოთლებს ისროდნენ, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებიც.

დღეს, 29 მაისს, ბათუმის „დინამოს“, რომელიც საქართველოს მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატს ლიდერობს, კვლავ საშინაო სტადიონზე აქვს თამაში.  კლუბის მენეჯმენტმა  გულშემატკივრებს თხოვნით მიმართა და თავშეკავებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამ ყველაფრის გამო გუნდს საშინაო მატჩების ჩატარება გულშემატკივრის გარეშე ან სხვა ქალაქში მოუხდეს, რაც კლუბისთვის უდიდესი დარტყმა იქნება.

„გუნდის მოთამაშეების, სამწვრთნელო შტაბისა და ადმინისტრაციის სახელით უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაარღვევთ სტადიონზე ქცევის წესებს და მოუწოდეთ თქვენს გვერდით მყოფ, სხვა გულშემატკივრებსაც, დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ სტიუარდების ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მითითებებს“, - წერია ბათუმის „დინამოს“ მენეჯმენტის განცხადებაში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]