weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლევან კობიაშვილი UEFA-ს ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა

14:44 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი UEFA-ს ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი უეფას კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.

აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი იქნება, ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები კი - პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტსა და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს. ექვსი წარმომადგენელი კი საქართველოს პირველად ეყოლება:

ახალგაზრდული და სამოყვარული ფეხბურთის კომიტეტის ვიცე თავმჯდომარედ ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი დაამტკიცეს.

UEFA-ს განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტი - კახა ჭუმბურიძე (ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი)

UEFA-ს ეროვნულ ნაკრებთა საშეჯიბრო კომიტეტი - ალექსანდრე იაშვილი (ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი)

მასობრივი ფეხბურთის ექსპერტთა საბჭო - ნიკოლოზ ჯღარკავა (ფეხბურის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი)

UEFA-ს მედია კომიტეტი - ოთარ გიორგაძე ( საქართველოს ეროვნული ნაკრების მედია ოფიცერი)

UEFA-ს გადაწყვეტილებით, შერჩეული კანდიდატები აღნიშნულ პოსტებს 2023 წლამდე დაიკავებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]