weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

U20 მუნდიალის მატჩში ნორვეგიელმა ფეხბურთელმა 9 გოლი გაიტანა

10:26 პარასკევი, 31 მაისი 2019

პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ნორვეგიამ ჰონდურასი 12:0 გაანადგურა, საიდანაც 9 გოლი ერთმა ფეხბურთელმა, ერლინგ ბრაუტ ჰოლანდმა გაიტანა.

18 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა დაუვიწყარი თამაში ჩაატარა, ერთი შეხედვით წარმოუდგენელი შედეგი დააფიქსირა და რეკორდიც დაამყარა: მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატების ისტორიაში ერთ თამაშში 9 გოლი აქამდე არავის გაუტანია. გარდა ამისა, რეკორდი დაამყარა ნორვეგიის ნაკრებმაც (რაშიც ჰალანდის წვლილი დიდია), რადგან ასეთი დიდი სხვაობით ხსენებულ ასაკობრივ მსოფლიოს ჩემპიონატზე აქამდე არავის ჰქონდა მოგებული.

ჰოლანდი იანვარში მშობლიური „მოლდედან“ ავსტრიულ „ზალცბურგში“ გადავიდა და ადგილობრივ ბუნდესლიგაში ორ ჩატარებულ მატჩშიც მოასწრო 1 გოლის გატანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]