weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ავსტრიის გრან-პრი ვალტერი ბოტასმა მოიგო

10:22 სამშაბათი, 11 ივლისი 2017

ვალტერი ბოტასის გამარჯვებით დასრულდა ავსტრიის დიდი პრიზის რბოლა. ეს ფინელი პილოტისთვის F1-ის კარიერაში მოპოვებული მეორე გამარჯვებაა. მან სულ რაღაც 0.6 წამით აჯობა ჩემპიონატის ლიდერ გერმანელ სებასტიან ფეტელს, რომელმაც თავის მხრივ ლუის ჰამილტონთან უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ ბოტასმა თავისი პირველი გამარჯვება სოჭში მოიპოვა და მაშინაც ფეტელს მცირედით აჯობა. მესამე ადგილი ავსტრალიელმა დანიელ რიკარდომ დაიკავა, ვინც ზედიზედ მეხუთე რბოლის კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო. კვლავ არ გაუმართლა რიკარდოს თანაგუნდელ მაქს ფერსტაპენს, რომელსაც სტარტზევე ავარია მოუვიდა და რბოლას გამოეთიშა, რითაც გაწბილებული დატოვა მის საქომაგოდ ავსტრიაში ჩასული ათასობით ჰოლანდიელი ფანი.

ვალტერი ბოტასს რბოლის მიწურულს კი გაუჭირდა, რაც საბურავების დამსახურება იყო, მაგრამ ყველაზე მეტად მისი გამარჯვება ეჭვსქვეშ სტარტზევე დადგა. მან პრაქტიკულად წითელი შუქების ჩაქრობისთანავე დაძრა ავტომობილი, რაც სტუარდების მხრიდან განხილვის საგანი გახდა. თუმცა ფინელისთვის ბედად, მათ დარღვევა ვერ დააფიქსირეს.

ავსტრიის დიდი პრიზი

შპილბერგი, რედ ბულ რინგი. დისტანცია 307.020 კმ (4.326 კმ, 71 წრე)

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 1:21:48.527

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) +00:00.658

დანიელ რიკარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 00:06.012

ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, „მერსედესი“) 00:07.430

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 00:20.370

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 01:13.160

სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 1 წრე

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 1 წრე

ფელიპე მასა (ბრაზილია, „უილიამსი“) 1 წრე

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 1 წრე

ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, „რენო“) 1 წრე

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 1 წრე

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 1 წრე

პასკალ ვერლაინი (გერმანია, „ზაუბერი“) 1 წრე

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 2 წრე

დანილ კვიატი (რუსეთი, „ტორო როსო“) 3 წრე

რბოლას გამოეთიშნენ:

კარლოს საინსი (ესპანეთი, „ტორო როსო“) 27 წრე

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 2 წრე

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 70 წრე

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 71 წრე

უსწრაფესი წრე:

ლუის ჰამილტონი - 1:07.411, 69-ე წრე

2017 წლის მრბოლთა საერთო კლასიფიკაცია:

  1. სებასტიან ფეტელი - 171
  2. ლუის ჰამილტონი - 151
  3. ვალტერი ბოტასი - 136
  4. დანიელ რიკარდო - 107
  5. კიმი რაიკონენი - 83
  6. სერხიო პერესი - 50
  7. მაქს ფერსტაპენი- 45
  8. ესტებან ოკონი - 39
  9. კარლოს საინსი - 29
  10. ფელიპე მასა - 22
  11. ლანს სტროლი - 18
  12. ნიკო ჰულკენბერგი - 18
  13. რომენ გროჟანი - 18
  14. კევინ მაგნუსენი - 11
  15. პასკალ ვერლაინი - 5
  16. დანილ კვიატი - 4
  17. ფერნანდო ალონსო - 2

2017 წლის კონსტრუქტორთა თასის საერთო კლასიფიკაცია:

  1. მერსედესი - 287 ქულა
  2. ფერარი - 254
  3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 152
  4. ფორს ინდა-მერსედესი - 89
  5. უილიამს-მერსედესი - 40
  6. ტორო როსო-რენო - 33
  7. ჰაას-ფერარი - 29
  8. რენო - 18
  9. ზაუბერ-ფერარი - 5
  10. მაკლარენ-ჰონდა - 2

წყარო: World Sport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]