weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოფო შაფთავამ ბოლო ერთ თვეში მესამე ტურნირი მოიგო

15:10 შაბათი, 01 ივნისი 2019

30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, წყვილთა თანრიგში, მესამე $25-ათასიანი ტურნირი მოიგო. შაფათავამ მორიგ წარმატებას კვლავ ბრიტანელ ემილი ვებლი-სმიტთან ერთად მიაღწია.

ესპანეთის ქალაქ სანტა მარგერიტა დე მონტბუიში გამართული საერთაშორისო ტურნირის ფინალში შაფათავა და ვებლი-სმითი ბულგარელ ელიცა კოსტოვასა და ბრიტანელ სამანტა მარეის გაეჯიბრნენ და 6:4, 7:5 მოიგეს.

სოფო და ემილი შეჯიბრში მე-2 განთესვით ჩაებნენ და საწყის რაუნდში დაისვენეს, მეოთხედფინალში მათთან სათამაშოდ ესპანელები ბურილიო ესკორიუელა და მარისტავი სულეტა დე რეალესი არ გამოცხადდნენ, ნახევარფინალში კი მე-3 რეიტინგის მქონე ესპანურ-რუსულ დუეტს (ბასოლს რიბერა-იაშინა) 6:1, 6:1 მოუგეს.

წყვილთა მსოფლიო რეიტინგში სოფო შაფათავას 404 ქულით 180-ე ადგილი უკავია, უკანასკნელი წარმატება კი მას წინსვლის საშუალებას მისცემს. საუკეთესო მაჩვენებელი მას 2015 წლის ნოემბერში ჰქონდა, როდესაც 132-ე საფეხურს უწია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]