ტრიუმფატორი „წითლების“ ექვსეულის შემდეგ 5 ფეხბურთელი მოხვდა სიმბოლურში ამსტერდამის „აიაქსიდან“, ხოლო სამიც - ფინალისტი „ტოტენჰემიდან“.
2018-2019 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები შემადგნაირია:
მეკარეები: ალისონი (ლივერპული), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა).
მცველები: ვირჯილ ვან დეიკი, ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი, ენდრიუ რობერტსონი (სამივე - ლივერპული), მატეის დე ლიგტი (აიაქსი), იან ვერტონგენი (ტოტენჰემი).
ნახევარმცველები: ჰაქიმ ზიეში, ფრენკი დე იონგი, დავიდ ნერესი (სამივე - აიაქსი), კევინ დე ბრუინი, რაჰიმ სტერლინგი (ორივე - მანჩესტერ სიტი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ლივერპული), მუსა სისოკო (ტოტენჰემი), ტანგი ნდომბელე (ლიონი).
თავდამსხმელები: დუშან ტადიჩი (აიაქსი), ლიონელ მესი (ბარსელონა), სადიო მანე (ლივერპული), კრისტიანო რონალდო (იუვენტუსი), ლუკას მოურა (ტოტენჰემი).
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ბომბარდირი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც 12 გოლი 10 მატჩში გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „ლივერპულმა“ რეკორდული თანხა - 113 მილიონი ევრო გამოიმუშავა.