weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

იბრაჰიმოვიჩმა მორიგი შედევრი გოლი გაიტანა

17:03 ორშაბათი, 03 ივნისი 2019

ვეტერანი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აგრძელებს საფეხბურთო სამყაროს გაოცებას. MLS-ში მოასპარეზე 37 წლის შვედმა ფეხბურთელმა ამჯერად ე.წ. მაკრატელა გოლი გაიტანა.

ზლატანის კლუბი „ლოს ანჯელეს გალაქსი“ შინ „ნიუ ინგლენდ რევოლუშენთან“ 1:2 დამარცხდა. „იბრაკადაბრამ“ ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ სხვაობა ულამაზესი გოლით შეამცირა.

ამ დროისთვის „ლოს ანჯელეს გალაქსი“ დასავლეთ კონფერენციაში 28 ქულით მეორე ადგილზეა და თანაქალაქელ „ლოს ანჯელესს“ 9 ქულის სხვაობით ჩამორჩება.

იბრაჰიმოვიჩისთვის MLS-ის მიმდინარე სეზონში გამართულ 11 მატჩში ეს მე-10 გოლი გამოდგა. აქვე გეტყვით, რომ გასული წლის ჩემპიონატში მან 27 შეხვედრაში 22 გოლის გატანა მოახერხა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]