იოვიჩმა „რეალთან“ ექვსწლიანი კონტრაქტი შეათანხმა და მადრიდული გრანდის ღირსებას 2025 წლამდე დაიცავს.
გავრცელებული ინფორმაციით, „სამეფო კლუბს“ იოვიჩის ტრანსფერი 60 მილიონი ევრო დაუჯდა.
ლუკა იოვიჩმა კარიერა 2014 წელს ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ დაიწყო, ორ წელიწადში ლისაბონის „ბენფიკას“ შეუერთდა, 2017 წლიდან დღემდე კი ფრანკფურტის „აინტრახტში“ ასპარეზობდა.
ეროვნულ გუნდში იოვიჩს 4 მატჩი აქვს გამართული და 1 გოლი აქვს გატანილი.