weather cur horoscope tv
ივლისი 06, 2022

ლუკა იოვიჩი „რეალში“ ითამაშებს

16:13 სამშაბათი, 04 ივნისი 2019

უკანასკნელი საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა, 21 წლის სერბი თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. საინტერესოა, რომ ფეხბურთელის სახელს აქამდე „რეალის“ მთავარ კონკურენტ „ბარსელონასთან“ აკავშირებდნენ.

იოვიჩმა „რეალთან“ ექვსწლიანი კონტრაქტი შეათანხმა და მადრიდული გრანდის ღირსებას 2025 წლამდე დაიცავს.

გავრცელებული ინფორმაციით, „სამეფო კლუბს“ იოვიჩის ტრანსფერი 60 მილიონი ევრო დაუჯდა.

ლუკა იოვიჩმა კარიერა 2014 წელს ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ დაიწყო, ორ წელიწადში ლისაბონის „ბენფიკას“ შეუერთდა, 2017 წლიდან დღემდე კი ფრანკფურტის „აინტრახტში“  ასპარეზობდა.

ეროვნულ გუნდში იოვიჩს 4 მატჩი აქვს გამართული და 1 გოლი აქვს გატანილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]