weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ლევან გორგაძემ იოკოზუნა დაამარცხა და „ოქროს ვარსკვლავი“ მოიპოვა

14:17 სამშაბათი, 11 ივლისი 2017

სუმოისტმა ლევან გორგაძემ მორიგი ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ქართველმა სეკიტორიმ ნაგოიაში მიმდინარე სუპერტურნირის მე-3 ორთაბრძოლაში უმაღლესი რანგის მეტოქე, იაპონელი იოკოზუნა (დიდი ჩემპიონი) კისენოსატო დაამარცხა და კინბოში, იგივე „ოქროს ვარსკვლავი“ მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინმა კისენოსატო კარიერის განმავლობაში უკვე მეცხრედ დაამარცხა, თუმცა საერთო ბალანსის გათანაბრებამდე ჯერაც ბევრი უკლია, რადგან მასთან 16 წაგება აქვს.

სამწუხაროდ, ნაგოია ბაშოზე ძალიან ცუდი სტარტი აიღო თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, რომელმაც სამივე ორთაბრძოლა დათმო. აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა გოლიათმა ამჯერად მე-15 მაეგაშირა ნიშიკიგისთან წააგო და თუ ასე განაგრძო, დიდი ალბათობით, კვლავ რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოს დაუბრუნდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]